ინტელის სასწავლო კურსი

დღე მეცხრე   27.09.2014


ტრენინგის ბოლო დღეს გავეცანი ჩემი კოლეგების ნამუშევრებს. საინტერესო იყო მათი მოსმენა. დღეს გავეცანი ციფრული რესურსების  პორტალს, რაც ყველა პედაგოგისათვის ნამდვილად საჭირო მასალას მოიცავს. ძალიან კმაყოფილი ვარ ტრენინგის, კიდევ ერთხელ დიდი მადლობა ქალბატონ ხათუნას.










დღე მერვე  23. 09. 2014

დღეს გამოვაქვეყნე ჩემი პროექტის პოტფოლიო. ძალიან კმაყოფილი ვარ. ეს ტრენინგი დამეხმარა შემესწავლა მასალების ინტერნეტ-სივრცეში განლაგება. ძალიან დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ჩემს ტრენერს, ქალბატონ ხათუნას, ტრენინგის საინტერესოდ და შინაარსიანად წარმართვისათვის.




დღე მეშვიდე     20.09.2014


დღევანდელი მოდული დამეხმარა გამეანალიზებია დიფერენცირებული სწავლების როლი მოსწავლეთა მაღალი სააზროვნო უნარების განვითარებაში.გავეცანი განმავითარებელი შეფასების მასალებს,დიფერენცირებული სწავლების აქტივობებს, რომელიც ხელს უწყობს თვითრეგულაციის უნარის გამომუშავებას. დავასრულე მუშაობა ჩემს პროექტის გეგმაზე.





დღე მეექვსე  16.09.2014

დღეს გავეცანით მოსწავლეთა ნამუშევრების  შეფასების კრიტერიუმს, როგორ შეიძლება გამოვიყენოთ რუბრიკები, ქულების მინიჭების სქემები და ჩეკლისტები შინაარსის ათვისების,  21- ე საუკუნისა და მაღალი სააზროვნო უნარების განვითარებისათვის.







დღე მეხუთე  12.09.2014

დღევანდელი დღე ძალიან ნაყოფიერი  იყო ჩემთვის . შევისწავლე  ფაილების და პრეზენტაციების ატვირთვა ჩემს ბლოგზე და ასევე პრეზენტაციების ატვირთვა  slideshare.com-ზე.





პრეზენტაცია







სასწავლო პროექტის ელექტრონული პრეზენტაცია

დღე მეოთხე  10.09.2014

დრეს დავასრულეთ სასწავლო პროექტის პორტფოლიოს პრეზენტაცია. შევისწავლეთ შეფასების სხვადასხვა მეთოდები.განვიხილეთ შეფასების განსაზღვრა მოსწავლეთა საჭიროებების დასადგენად.






დღე მესამე    08.09.2014

დღეს გავეცანით  21-ე საუკუნის უნარ-ჩვევებს. განვიხილეთ საკვანძო კითხვების დასმა.მიღებულ ცოდნას გამოვიყენებ სასწავლო პროექტის დაგეგმვისას.





დღე მეორე      06.09.2014



ძალიან ნაყოფიერი იყო დღევანდელი დღე, პროექტებს ადრეც ვაკეთებდით,თუმცა დღეს პროექტის სრულყოფილად დაგეგმვის ახალი მეთოდი შევისწავლე.მომავალ პროექტებს ამ მეთოდით გავაკეთებ, რაც საპროექტო მასალების უკეთ წარმოდგენის საშუალება იქნება.


დღე პირველი    04.09.2014


დღეს დავიწყე  ინტელის სასწავლო კურსის შესწავლა. ვფიქრობ, რომ ეს ძალიან სასარგებლო იქნება და დამეხმარება ჩემი საქმიანობის წარმატებულად წარმართვისათვის.

3 комментария:

  1. მზიული მეგობარო მგონი გავასრულეთ ინტელკის სასწავლო კურსის ტრენინგი ერთი დაგვრჩა, შენც კმაყოფილი ხარ ვატყობ, საგულდაგულოდ დავათვალიერე შენი პორტფოლიო და მომეწონა პასუხისმგებლობით გაქვს გაკეთებული
    წარმატებები!...

    ОтветитьУдалить
  2. მზიული, ჩემო კარგო,შენი ინტელექტის ყოველთვის მჯეროდა,ყოჩაღ, ძალიან მომეწონა შენი პორტფოლიო.წამატებებს გისურვებ...

    ОтветитьУдалить
  3. გილოცავ,მზიული!წარმატებები! :)

    ОтветитьУдалить